ქალაქის მერი გათავისუფლებულ მუშებს შეხვდა (ვიდეო).

2017-02-02 17:16:50

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშებს ქალაქის მერი, დავით ჯიქია, შეხვდა. შეხვედრაზე „რუსთავის აზოტში“ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრეს. ქალაქის პირველი პირი „აზოტიდან“ გათავისუფლებულ მუშებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა. საპროტესტო აქცია საწარმოს ტერიტორიაზე კი ამ დროისთვისაც გრძელდება. აქციის მონაწილეები საწარმოს დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, „რუსთავის აზოტიდან“  350 ადამიანი 1 კვირის წინ ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. რამდენიმე საათის წინ კი მათ საწარმოო ტერიტორიაზე შესვლა სცადეს.