აზოტის ქარხნიდან 350 ადამიანი გაათავისუფლეს (ვიდეო).

2017-01-26 11:16:06

აზოტის ქარხნიდან 350 ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები ამბობენ რომ ისინი დღეს დილით მივიდნენ საწარმოში, მაგრამ ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ რომ მათ გათავისუფლების შესახებ წერილი არ მიუღიათ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ მხოლოდ საპენსიო ასაკის თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ გაათავისუფლება არა საპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც შეეხო. სს "რუსთავის აზოტის" განცხადებით, მოხდა მფლობელის შეცვლა და შპს-ს ნაცვლად აზოტის მფლობელი გახდა სს "რუსთავის აზოტი" რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს ქარხნის გაშვებას უმოკლეს დროში. ახალი ხელმძაღვანელობა ახორციელებს საჭირო რაოდენობის თანამშრომლების სამსახურში აყვანას.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ საწარმოდან თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავდნენ

"ინფო რუსთავს" ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიაწოდეს, თუმცა მაშინ ქარხნის ადმინისტრაციამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.