რუსთავის პოლიციამ 2 პირი დააკავა

2018-08-19 00:18:56

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის 2 მოქალაქე დააკავა. 30 წლამდე მამაკაცებმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

არსებული ინფორმაციით დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ, საკუთარ სხეულში დამალვის გზით შემოჰქონდათ.