გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

2024-05-02 22:13:13

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.

დემონსტრანტები მოსულებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!".

აქციის მონაწილეები წრეს ურტყამენ გმირთა მოედანს.

აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

 

ფოტო: პუბლიკა