რუსთავს გაზმომარაგება შეეზღუდება

2018-08-15 22:54:29

რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის 2 დღე შეეზღუდება.

აბონენტები დღეს დილიდან "ინფო რუსთავს" უკავშირდებოდნენ და ინფორმაციის დაზუსტებას გვთხოვდნენ, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ რომ მათ მოსახლეობას მესიჯები გაუგზავნეს და გაზის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა აღმოჩნდა რომ აბონენტების დიდ ნაწილს არანაირი შეტყობინება არ მისვლია.

ბუნებრივი აირის შეზღუდვის შესახებ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" შემდეგ განცხადებას ავრცელებს - "მიმდინარეწლის 16 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 17 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში შემდეგი ქუჩებს ბალანჩივაძეს, გასასვლელებს, 112ბ კვარტალს, ალუბლებს, XI მკრ რაიონის №2-3 საცხოვრებელ სახლებსა და XVI, XVII, XVIII, XIX, XX, XXI მკრ-რაონებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 აგვისტოს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ."