მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 მამაკაცი იჯდა

2024-05-08 11:39:19

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კავთისხევში ტრაგედია მოხდა.

მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთმა კაცმა გამოსვლა მოახერხა, მეორეს ცხედარი კი მაშველებმა იპოვეს.

მიმდინარეობს მესამე კაცის საძიებო სამუშაოები.