"აზოტი" დროებით გაჩერებულია.

2017-01-05 17:36:08

გავრცელებული ინფორმაცია რომ „აზოტის“ ქარხნიდან თანამშრომლები დაითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. საკითხით დაინტესების თხოვნით, „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებლებმა მომართეს.  ქარხნის მთავარი ინჟინერის გოჩა ქართლელიშვილის განცხადებით, წარმოება ტექნიკური ხარვეზების გამო 31 დეკემბერს ავარიულად გაჩერდა, რამაც სამუშაო პროცესის შეფერხება გამოიწვია. ქართლელიშვილის თქმით, პრობლემის აღმოფხვრისთანავე ყველა თანამშრომელი, რომელიც დროებით არ მუშაობს, სამსახურს დაუბრუნდება. ამ დროისთვის საწარმოში სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს და ქარხნის სრულად ამუშავება რამდენიმე დღეში მოხდება.