სათამაშო ბიზნესს გადასახადი გაეზარდა.

2017-01-25 18:22:40

რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა, თუმცა ბიზნეს გარკვეული შეღავათები გაეწია და სათამაშო ობიექტებს, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური გადასახადი არ დაეკისრათ. სათამაშო მაგიდის გადასახადი 35 000-ლარით განისაზღვრა. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშები-25 000 ლარით, კლუბის მაგიდაზე თამაში კი - 10 000 ლარით. საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.  დეპუტატების ნაწილი, ახალი რეგულაციების ამოქმედებას დაეთანხმა, ნაწილის მოსაზრებით სათამაშო ბიზნესი ქალაქში საერთოდ უნდა აიკრძალოს, ნაწილი კი სათამაშო ობიექტების ქალაქ გარეთ გატანის ინიციატივით გამოვიდა. საბოლოოდ დეპუტატებმა საკითხი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

გასულ წელს, სათამაშო ბისნესიდან, ქალაქის ბიუჯეტი 1 700 000 ლარით შეივსო.