ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ორმოები ქვიშით ამოავსეს.

2017-01-25 13:57:18

ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ორმოების შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" 10 დღის წინ კიდევ ერთხელ გაავრცელა . გუშინ თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა ორმოები ქვიშით ამაოავსო, თუმცა მძღოლები აცხადებენ რომ ეს პრობლემის დროებითი მოგვარებაა, წვიმის შემთხვევაში წყალი ქვიშას გადარეცხავს და ორმოები ისევ გაჩნდება. ორმული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 150 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე უნდა განხოციელდეს.