მამაკაცს ყელი გამოჭრეს

2018-05-27 12:18:34

კახეთში 63 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს.

შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სოფელში რუისპირში მოხდა. მოკლული ალექსანდრე პაპუნაშვილი მისმა ახლობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.მეზობლები ამობობენ, რომ მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე, მათ შორის თანასოფლელის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. ერთი-ერთი ვერსიით, პაპუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებიდეს.

შსს ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.