„განავითარე შენი რეგიონის“ დასკვნითი ეტაპი

2018-05-16 16:15:25

რუსთავის კულტურის სახლში პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სოციალური პროექტის ფარგლებში რუსთავის 20-მდე სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას რუსთავის ეკონომიკური განვითარების თემაზე მათ მიერ შემუშავებული პროექტები გააცნეს.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებული სპიკერები გამოვლინდნენ, რომელთაც ბანაკის საგზურები გადაეცათ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ეწრებოდნენ. მერმა დაინტერესებულ სტუდენტებს ქალაქის პროექტირებაში ჩართვაც შესთავაზა.

სოციალური პროექტის მიზანი საქართველოში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია და მოდერნიზაცია, ასევე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი აქტივობებით ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბება და მათი უნარების განვითარებაა.

პროექტი  „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობების პარტნიორობით  განხორციელდა.