რუსთაველი სპორტსმენების წარმატება

2018-03-18 22:35:50

რუსთაველმა სპორტსმენმა, ზებედა რეხვიაშვილმა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინგბურგში 2018 წლის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 26 წლის სპორტსმენმა ნახევაფინალში გადასვლა მოახერხა თუმცა იაპონელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ზებედა არის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული და ასევე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. გასულ წელს პარიზის 2017 წლის გრანდ სლემზე "უცნაური" ილეთით მოწინააღმდეგე დაამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.