რუსთაველი ძიუდოისტის "უცნაური" ილეთი (ვიდეო).

2017-02-14 20:22:29

რუსთაველმა სპორტსმენმა, ზებედა რეხვიაშვილმა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პარიზის 2017 წლის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

25 წლის სპორტსმენმა პირველ წრეში არაბი ალი მაირაში დაამარცხა, მომდევნო პაექრობა ბულგარელ ივაილო ივანოვთან კი წარმატებით დაასრულა. ტურნირის ფარგლებში მან უნგრელი ატილა უნგვარი, ფრანგი ბაპტისტე პიერი, ნახევარფინალში კი დოუბი პაპე ნდიაე ვაზარით ჩამოიშორა და იშვიათი ილეთით მაყურებლის აღფრთოვანებაც გამოიწვია. ფინალში ზებედა რეხვიაშვილი 20 წლის ჰოლანდიელ ძიუდოისტ ფრანკ დე უაიტს დაუპირისპირდა და დამარცხდა, თუმცა ვერცხლის მედლის მოპოვება მაინც შეძლო.

პარიზში ჩატარებულ ტურნირზე ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 4 მედალი: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

ზებედა რეხვიაშვილი 10 წლის ასაკიდან ვარჯიშობს და წარმატებას არაერთხელ მიაღწია. ის არის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული, ასევე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. რეხვიაშვილმა კარიერის განმავლობაში წონაც შეიცვალა, გასული წლის მაისში კი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ის ვარჯიშს აქტიურად აგრძელებს. ზებედა რეხვიაშვილის წარმატებების შესახებ მისმა მშობელმა და მწვრთნელმა „ინფო რუსთავთან“ ისაუბრეს.