ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში [photo]

2018-03-17 17:43:09

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის, ღირსების ორდენის კავალერის, რუსთავის საპატიო მოქალაქის პეტრე ჯაოშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ 2005-2007 წლებში დაბადებული ჭაბუკები 14 წონით კატეგორიაში. სპორტულ ღონისძიებას რუსთავის თვითმართველობა, ჭიდაობის ფედერაციიის წარმომადგენლები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ესწრებოდა.

შეჯიბრი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის UWW-ის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით ჩატარდა.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი