რუსთავში მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა

2024-05-07 16:05:24

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, მეგობრობის გამზირის გზის ნაწილი გადათხრილია, რადგან კომპანია "ჯივიპი" წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებს.