ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა

2018-03-10 13:12:44

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება ნახევარი საათის წინ შევიდა. 112-ის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ  "აკვაპარკის" ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ახალშობილის გვამი ნახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ამ დროისთვის საქმე არ აღძრულა, მიმდინარეობს მოკვლევა.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.