საქართველო VS ესპანეთი

2018-03-03 19:43:19

საქართველოს სარაგბო ნაკრები ესპანეთის ნაკრებს შეხვდა. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი საქართველოს ნაკრების აქტიურობით დაიწყო, ჩვენი მორაგბეები შეტევაზე გადავდნენ და ესპანელებს აგრძნობინეს, რომ საქართველოში თამაში გაუჭირდებოდათ. პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. იყო რამოდენიმე სალელოვე მომენტიც, მაგრამ უშედეგოდ. ესპანელები მედგრად იდგნენ და კარგ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. პირველი ნახევარი ჩვენს სასარგებლოდ 9-3 დასრულდა. მეორე ნახევარი მაღალი ტემპით წარიმართა. მოედანზე სრული კონტროლი ავიღეთ და მალევე პირველივე შერკინებით ლელო მივითვალეთ. მატჩის მიწურულს ესპანელებმაც გვიპასუხეს და ლელო დაგვიდეს. შეხვედრის განახლებისთანავე, ჩვენი ბიჭები მთელი გულით მიაწვნენ და უმალ ლელოს ლელოთი ვუპასუხეთ. ურთულესი და ძალზედ საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 23:10 დაფიქსირდა, შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

ნაკრებში რუსთავის "ხარების" 2 წევრი თამაშობდა.

თამაშს "ინფო რუსთავი"-ს სპორტული ჟურნალისტი ბაჩანა ოდიკაძე ესწრებოდა.