საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, ესპანეთთან შესახვედრად 29 კაციანი რაზმი დაასახელა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის წინააღმდეგ ორი რუსთაველი მორაგბე - გიორგი კოშაძე და გიორგი მელიქიძე შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ესპანეთს თბილისში, მესხის სტადიონზე, უმასპინძლებს.