წამყვანი მაყურებელს მიმართავს

2018-02-24 13:41:03

ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაია ასათიანმა, საავტორო გადაცემა „პროფილის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებელს მიმართა და ეთერიდან მისი დროებითი წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"უღრმესი მადლობა მეგობრებო, ასეთი გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობდით და მაპატიეთ, მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თოქ-შოუ „პროფილი“ ეთერში დროებით აღარ გავა, მიზეზად წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.