"პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა

2018-02-22 13:39:49

თოქ-შოუ "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი - "სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის! " - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, "პროფილის" დღევანდელი გადაცემა ეთერში გავა. 

 

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე