არის თუ არა უსაფრთხო მიკროავტობუსებით მგზავრობა? (ვიდეო).

2016-10-22 15:53:03

რუსთავში მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საკრებულოს სატრანსპორტო კომისია და პროფკავშირები მიკროავტობუსების  მონიტორინგს ახორციელებენ, მათ შიდა ტრანსპორტს რეგულაციები დაუწესეს, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართული და კომფორტული სავარძლებით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ დროისთვის ყველაზე ცუდი მდგომარეობა №1 №6 და №8  მიკროავტობუსებშია. ლავრენტი ალანიას განცხადებით, ქალაქის მასშტაბით მოძრავი ტრანსპორტის 73%უკვე განახლდა. შესაბამისი რეგულაციების დაწესება მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, მათი თქმით გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს.

.