საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-12-30 12:10:24

საავტომობილო საცობი რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. ავტომობილებს გადაადგილება მაგისტრალის პირველ მონაკვეთთან უჭირთ, კონკრეტულად კი  ავტობანის დასრულებული ნაწილიდან ქვემო ფონიჭალის შესასვლელამდე. არსებული ინფორმაციით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მძღოლებს საცობში ყოფნა დაახლოებით 20-30 წუთი უწევთ.