სუს-ის სპეციალური ბრიფინგი

2017-12-26 12:01:10

"ახმეტ ჩატაევი და მისი ტერორისტული ჯგუფი ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში"-ამის შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისში განხორციელებული სპეცოპერაცია, თბილისში ტერორისტების ლიკვიდაციას უკავშირდება. სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 5 პირი, ახმეტ ჩატაევთან და მის ტერორისტულ ჯგუფთან თანამშრომლობდა.

არსებული ინფორმაციით დაკავებულებმა უზრუნველყვეს ტერორისტული ჯგუფის "მწვანე ზოლით" შემოყვანა და თბილისამდე გადაადგილება. ასევე მათთვის ბინის ქირაობა და საჭირო იარაღით აღჭურვა. აღმოჩენილია სამალავი სადაც ინახებოდა, დიდი რაოდენობით იარაღი, რუქა, რაციები და ტელეფონები.

სპეცოპერაცია განხორციელდა პანკისსა და თბილისში. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ერთ-ერთი პირი, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო თავის არეშია დაჭრილი. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს, ახმეტ ჩატაევისა და მისი ჯგუფის ასაყვანად, სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.