დეტალები სპეცოპერაციის ეპიცენტრიდან (ვიდეო)

2017-11-22 16:47:56

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შტურმი კვლავ განახლდა, რამდენიმე წუთის წინ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ფაქტის ამსახველი, ყველაზე ახლო კადრები "ინფო რუსთავმა" მოიპოვა. 

სპეცოპერაცია 20 საათზე მეტია გრძელდება. საცხოვრებელი კორპუსიდან სროლისა და აფეთქებების ხმა პერიოდულად ისმის. ამ დროისთვის კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ხანძარი გაჩნდა. ნახეთ ვიდეო.