რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა

2024-05-07 13:23:35

გასულ ღამეს რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-19 მიკრორაიონის N12-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, წვის დროს წყალი კედლიდან სახლში შეუვიდათ და კედლები დაუზიანდათ.

"წინა წვიმაზე და ამ წვიმაზე სულ ჩამოვარდა მთელი ნალესი. ყოველი წვიმის დროს ასე შემოდის წყალი. იგივე პრობლემა აქვს ჩემს ზედა და ქვედა მეზობელსაც. ჩემი კორპუსის წინ არაფერია, მინდორია, ყოველ წვიმის დროს, მინდივრის მხრიდან, პირდაპირ შემოდის სახლში და რეცხავს ამ კორპუსებს. მხოლოდ სამი ოჯახი არაა ამ პრობლემით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მთელი კორპუსია",- განაცხადა ადგილობრივმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ქალაქის მერია, სადაც განგვიცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ განცხადება უნდა დაწეროს და მუნიციპალური სერვისების ცენტრში შეიტანოს, რის შემდეგაც არსებული პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწევათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები