ჩხუბი რუსთავში, ცენტრალურ გამზირზე [video]

2024-04-15 00:13:28

ჩხუბი რუსთავში, ცენტრალურ გამზირზე [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სამართალდამცავებმა 2 ახალგაზრდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.