ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2024-04-12 11:19:45

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.