ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-04-11 19:31:54

თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა.

დაღუპული მოპედის მძღოლია.