ლუვრში რუსთაველი მხატვრის ნამუშევრები გამოეფინა [photo]

2024-04-06 19:36:23

პარიზში რუსთაველი მხატვრის, ბესო როსტიაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

რუსთაველი შემოქმედის პერსონალურ გამოფენას საფრანგეთი 9 აპრილამდე უმასპუნძლებს.

"ამჟამად ორი გამოფენით ვარ, ანუ ორი პროექტით ვარ მოწვეული პარიზში. ერთი გამოფენა ორგანიზებული იქნა გალერეა "მაკოვსკის" მიერ,  მეორე პროექტი კი ლუვრისაა.

"მაკოვსკი" 4 აპრილიდან მასპინძლობს ჩემს პერსონალურ გამოფენას და 9 აპრილამდე გასტანს. აქ, ჯამში, 15 სურათია წარმოდგენილი.

მეორე პროექტი ლუვრის მუზეუმისაა და ეს გამოფენა გუშინ გაიხსნა. აქაც ნახატები 9 აპრილამდე დარჩება.

აღნიშნული გამოფენებისთვის ბოლო 1 წელია სამზადისის რეჟიმში ვიყავი", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ბესო როსტიაშვილმა.

საზღვარგარეთ ეს უკვე რუსთაველი მხატვრის რიგით მე-20 გამოფენაა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები