EURO 2024-ისთვის Georgian Airways-მა ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

2024-04-01 14:32:52

ჯორჯიან ეარვეისის ცნობით, გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის პირდაპირი რეისების ერთი გზის ფასი 295 ევროდან დაიწყება.

ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება.

ჯორჯიან ეარვეისში ამბობენ, რომ ამ რეისებზე ნაყიდი ბილეთები დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.

ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)

თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.