ქვეითს ავტომობილი შეეჯახა

2024-03-31 14:10:31

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბათუმის საერთასორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს