გაეროს სასკოლო მოდელირების პროექტი რუსთავის სკოლებში

2024-03-25 20:34:30

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა კერძო სკოლა "მილენიუმთან" ერთად გაეროს ასოციაციისა და ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ საქართველოს გაეროს სასკოლო მოდელირების პროექტში " School Modeling United Nation Program -GEORGIA" ჩაერთო.

პროექტის ფარგლებში მასში ჩართულმა მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგ-კურსები, რისი დასრულების შემდეგაც მე-4 საჯარო სკოლაში ორდღიანი დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მთავარი სამსჯელო თემა  ბავშვთა იძულებითი შრომა იყო.

პროექტის ფარგლებში ორივე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლი მოირგეს, აწარმოეს როგორც ქვეყნის, ასევე განსახილველი პრობლემის კვლევა, წარადგინეს ქვეყნის პოზიცია, გამართეს მოლაპარაკებები, ცხარე დებატები და შეიმუშავეს  საბოლოო რეზოლუცია.

კონფერენციას ესწრებოდა  საქართველოში გაეროს ასოციაციის სასკოლო მოდელირების კოორდინატორი, რატი ფიფია.

ტრენინგ კურსს საქართველოში გაეროს ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერები -  სალომე ჯანიაშვილი და  ნათია კრაწაშვილი უძღვებოდნენ.

კონფერენციაზე გამოავლინეს პროექტის ოფიციალურ ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები:

ნომინაცია „ საუკეთესო პოზიციის განაცხადი“ - მარიამ ქავთარაძე (მე-4 სკოლა) და ანანო ჩალაძე (სკოლა „მილენიუმი“)

ნომინაცია „გენერალური სამდივნოს საპატიო სიტყვიერი შექება“ (Honorable Mention”) - ანანო ინაშვილი და გიორგი ხოფერია ( სკოლა “მილენიუმი”)

ნომინაცია „საუკეთესო მოდებატე“ - დაჩი გაჩეჩილაძე, ანა ქარქუსოვი (მე-4 სკოლა) და მარიამ გამსახურდია, ვასილ უგრეხელიძე (სკოლა „მილენიუმი“)

ნომინაცია „ კონფერენციის საუკეთესო დელეგატი“ ნოდარ სოლოღაშვილი (მე-4 სკოლა) და ლაზარე სიხარულაშვილი (სკოლა „მილენიუმი“)