პროექტები 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის

2024-05-04 19:31:58

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია ესტონეთიდან მოხალისეობრივ პროექტებზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტები 2024 წლის სექტემბერში/ოქტომბერში განხორციელდება და 7-დან 9 თვემდე გაგრძელდება.

მოხალისეები საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სოციალურ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში იმუშავებენ.

პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

მონაწილეობისათვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტზე განაცხადის შესატანად შეავსეთ და გააგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.