რუსთაველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

2024-03-25 15:44:31

რუსთაველმა სპორტსმენმა ამიკო სვიმონიშვილმა გრემპლინგში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სპორტსმენმა ევროპის საგზური თბილისში გამართულ გრემპლინგის ტურნეზე გამარჯვებით მოიპოვა.

UWW წესებით 92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სვიმონიშვილი ფინალურ შეხვედრაში მეტოქე გიორგი გველესიანი დაამარცხა.