პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

2024-03-23 12:21:59

პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკვეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს სახლისა და ავტომობილების ქურდობა ედებათ ბრალად. საუბარია ქურდობის 18 სხვადასხვა ფაქტზე.

ორი პირი პოლონელმა სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ ბინაში შეიპარნენ და იქიდან ძვირფასეულობა, თანხა და ტექნიკა მოიპარეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.