ახალი გადაწყვეტილება არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით

2024-03-20 16:05:55

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატის სამართალდამცავ ორგანოებს აშშ-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი პირების დაკავების უფლება ეძლევათ.

კანონმდებლობასთან დაკავშირებით აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. ტეხასის შტატს არალეგალების დევნა-დაკავების უფლება დავის დასრულებამდე ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც ამბობდა, რომ კანონმდებლობა აშშ-ის კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონს არღვევდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კანონმდებლობა იმიგრაციის რეგულირების საკითხში აშშ-ის მთავრობის უფლებამოსილებას ხელს შეუშლის.

სენატის "კანონპროექტი 4", რომელსაც დეკემბერში რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მოაწერა ხელი, ტეხასში არალეგალურად შესვლას სახელმწიფო დანაშაულად აქცევს და შტატის მოსამართლეებს უფლებას აძლევს იმიგრანტების დეპორტაცია ბრძანოს. კანონმა შეშფოთება გამოიწვია იმიგრაციის დამცველებს შორის. მოგვიანებით, ტეხასის ქალაქ ოსტინში ფედერალურმა მოსამართლემ შტატის მთავრობის მოქმედებაში შეყვანა დაბლოკა, თუმცა, აშშ-ს მე-5 საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, დროებით, მხოლოდ 10 მარტამდე დარჩებოდა ძალაში.

ნიუ-ორლეანში მდებარე სააპელაციო სასამართლო ამ საქმეზე არგუმენტებს 3 აპრილს მოისმენს.