მე-19 მკრ-ის პრობლემები (Video)

2017-12-09 17:20:31

ქალაქის ხელმძღვანელი პირები, მე-19 მკრ-ში არსებულ სიტუაციას გაეცნენ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, აღნიშნულ მკრ-ში მცხოვრებ მოსახლეობას პირადად გაესაუბრნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულად მოსაგვარებელი პრობლემა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემაა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით მმართველი გუნდი, შესაბამის კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე საკითხის მოგვარებას შეეცდება. ქალაქის ხელმძღვანელი პირები მე-19 მკრ-ში უკვე განხრციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ. ნახეთ ვიდეო.