აშშ-ში, სკოლაში სროლის დროს 1 ადამიანი დაიღუპა

2024-01-05 18:12:20

NBC News-ის ცნობით, აშშ-ში, დუბლინის შტატის ქალაქ პერის საჯარო სკოლაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ გახსნა. შემთხვევა დილით, სწავლის დაწყებამდე მოხდა. შემდეგ კი თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

დანაშაულის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.