თურქეთში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2023-12-28 14:15:57

აღმოსავლეთ თურქეთში, მალათაის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 13:34 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 6.9 კმ. იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.