მადრიდის მახლობლად შვეულმფრენი ჩამოვარდა

2023-12-01 19:40:01

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად შვეულმფრენი ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა.

მომხდარის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.

შვეულმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა მათგანმა საფრენი აპარატიდან თავისით შეძლო გამოსვლა, მეორე კი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.