ყაზახეთში აფეთქება მოხდა

2023-10-28 11:42:50

ყაზახეთში, კოსტენკოს შახტაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 23-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში შახტაში მყოფი 252 თანამშრომლიდან მიწის ზედაპირზე უკვე ამოყვანილია 208 ადამიანი, 18 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მომხდარის გამო ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კომპანია ArcelorMittal Temirtau-სთან, რომელიც მაღაროში სამუშაოებს ატარებდა, თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.