ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო

2023-10-26 19:51:46

ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო და გაგრძელდება 5 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით!

მწვანე ბარათზე რეგისტრაცია\Green card registration Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ, იმუშაოთ და ისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ გათამაშებაში მონაწილეობით.

ლატარეა ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ და პასუხები იდება მაისში.

სავარაუდოდ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალურ საიტზე რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი რეგისტრაციის მსურველი ავსებს განაცხადს არასწორად, უმნიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება გახდეს განაცხადის გაბათილების მიზეზი, მეორედ რეგისტრაციის მცდელობისას კი დაკარგოთ ლატარეაში მონაწილეობის შანსი.

ჩვენ მომსახურეობის საფასურს ვიღებთ სააპლიკაციო ფორმის უშეცდომოდ შევსებაში. ასევე გადაგიღებთ ფოტოს ზუსტი სტანდარტების დაცვით, გაგიწევთ კონსულტაციას. რუსთავში ამ სფეროში ყველაზე ხანგრძლივი (10-წლიანი გამოცდილება) აქვთ ჩვენს კადრებს. გვყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული.

აუცილებელია რეგისტრაციის დროს თან იქონიოთ აიდი (ID) ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, ხოლო თუ გყავთ 21 წლამდე შვილები უნდა მოიყვანოთ და თან იქონიოთ - ბავშვების დაბადების მოწმობები(ან ასლები) ან მათი პირადობის მოწმობები. ეს საბუთები ხელს უწყობს რეგისტრაციისას სიზუსტის დაცვას. ფოტოსურათებს ვიღებთ ადგილზე.

იმ შემთხვევაში, თუკი ცოლ–ქმარს ოფიციალურად ხელი არ აქვს მოწერილი, ცალ–ცალკე შეავსებენ განაცხადს, 21 წლამდე ასაკის შვილებს ორივენი მიუთითებენ საკუთარ განაცხადში და სურვილის შემთხვევაში მაისამდე(პასუხების დადებამდე) მოაწერენ ხელს და წაიყვანენ მეუღლესაც შვილებთან ერთად.

ლატარეაში მონაწილეობა არ წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს ამერიკის სხვა ტიპის ვიზის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის ვიზების მიღებაში.
ტარიფები ოფისში მოსვლისას:
1 პირი (ქორწინებაში არ მყოფი) - 30ლარი
1 ოჯახის 2-3 წევრი - 40 ლარი.
1 ოჯახის 3-ზე მეტი წევრი 50
ტარიფი ონლაინ (დისტანციურად) განაცხადის შევსებისას:
1 პირი (ქორწინებაში არ მყოფი) - 25 ლარი
1 დაოჯახებული პირის განაცხადი, რომელშიც ეწერებიან ხელმოწერილი მეუღლე/შვილები-30 ლარი თუ აპლიკანტს ჰყავს 3 და მეტი შვილი 40.

ადგილზე მოსვლისას, ჩვენი მომსახურების საფასურში შედის ფოტოსურათების გადაღება/დამუშავება, კონსულტაცია და რა თქმა უნდა, რეგისტრაცია. შეგახსენებთ, რომ მწვანე ბარათის გათამაშება დასრულდება სულ მალე, 7 ნოემბერს საღამოს 20:00 საათზე

თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს, გვექნება ფასდაკლების საათები და გათამაშება, გისურვებთ წარმატებებს!

მისამართი: რუსთავი, მეგობრობის გამზირი N3 (გოა კრედიტისა და ლიბერთი ბანკის გვერდით)
571 811 685 greencardsrustavi@gmail.com