ყველა საჭირო დეტალი, ვადა და ტარიფი ავტომობილის ტექინსპექტირებაზე

2023-08-18 13:50:49

ყველა საჭირო დეტალი, ვადა და ტარიფი ავტომობილის ტექინსპექტირებაზე

სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, რასაც თან სდევს რისკ-ფაქტორებიც. ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ტექინსპექტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის გეგმური ტექდათვალიერება, სავალდებულო. შემოწმების გავლის შემდგომ თქვენც დაზღვეული ხართ სხვა მძღოლებიც და ქვეითად მოსიარულეებიც.

თუკი პირველად გიწევთ ტექდათვალიერების გავლა, სავარაუდოდ, ბევრი კითხვა გექნებათ, თუმცა არ შეშინდეთ. რეალურად ეს პროცესი საკმაოდ მარტივია და ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ამაში თქვენც დარწმუნდებით. 

ტექინსპექტირების დახმარებით მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს ავტომობილი უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დათვალიერებისას ავტომობილს ხარვეზები აღმოაჩნდა, მან შემდგომი 30 დღის განმავლობაში განმეორებითი ტექდათვალიერება უნდა გაიაროს. 

 

გაითვალისწინეთ, რომ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ან იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, ან სხვა ინსპექტირების ცენტრში.  დამატებითი საფასურის გადახდით, რაც შეადგენს მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 ლარს. განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან. 


სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ვიზუალური შემოწმება მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებას და მათი შესაბამისობის დადგენას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან,

რას გულისხმობს ტექინსპექტირება

ტექინსპექტირების ელემენტები

ტექინსპექტირება, სულ მცირე, ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს უნდა მოიცავდეს:

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცი
  • სამუხრუჭე აღჭურვილობა
  • საჭით მართვის სისტემა
  • ხილვადობა
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
  • შასი და მისი შემადგენლები
  • სხვა მოწყობილობები
  • უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი)

    სად შეგიძლიათ გაიაროთ ტექინსპექტირება

ტექდათვალიერების ცენტრები თბილისში  არაერთ ლოკაციაზე გვხვდება. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ალტერნატივა შეარჩიოთ და მანქანას ტექინსპექტირება იქ გაატაროთ. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე თქვენს უსაფრთხოებას ეხება, სანდო ტექდათვალიერების ცენტრის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია. დღევანდელი მდგომარეობით მათი უმეტესობა ელექტრონულ სივრცეშიც გთავაზობთ მომსახურებას. შეგიძლიათ, ცენტრებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სწორედ მათივე საიტებზე გაეცნოთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნა ასევე ონლაინ არის შესაძლებელი.

ტექინსპექტირებისთვის საჭირო დოკუმენტები

ტექდათვალიერების გასავლელად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა წარადგინოს: 

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, ან მისი ასლი
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი

    ტექინსპექტირების ტარიფები

ტექინსპექტირების ტარიფები სატრანსპორტო საშუალების ტიპზე არის დამოკიდებული და შეადგენს: პირველადი ინსპექტირებისას 60 ან 100 ლარს, ხოლო განმეორებითი ინსპექტირებისას 20 ან 30 ლარს.

M1 კატეგორიის ავტომობილის (სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მძღოლის ადგილის გარდა, მაქსიმუმ 8 დასაჯდომი აქვს) ტექინსპექტირების ღირებულება 60 ლარია. ფასი უცვლელია 3 500 კგ-მდე სრული მასის სატვირთოების შემთხვევაშიც. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და 3 500 კგ-ზე მეტი სრული მასის სატვირთოებს, მათი ტექნიკური დათვალიერება 100 ლარი ჯდება. ვიზიტის დაჯავშნისას დამატებით მოგიწევთ საკომისიოს ღირებულების, 1 ლარის გადახდა. 

ტექინსპექტირების ვადები

  • M1 კატეგორიის ავტომობილი ტექდათვალიერებას გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ საჭიროებს. 8 წლამდე პერიოდში მისი ინსპექტირება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი, ხოლო 8 წლის შემდგომ ავტომობილს ყოველწლიურად უნდა გაატაროთ ტექდათვალიერება. 
  • M2 და M3 კატეგორიის მიკროავტობუსისა და ავტობუსის შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება გამოშვებიდან, ხოლო შემდეგ 6 თვეში ერთხელ.
  • 3 500 კგ-მდე სრული მასის მქონე სატვირთოებმა ორი წლის შემდეგ  გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს უნდა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. 
  • 3 500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე  სატვირთოებმა ერთი წლის შემდეგ  გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

არსებული ვითარებით საიტების უმეტესობა მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციას, რომელიც შემდგომი ტექინსპექტირების თარიღს გაცნობებთ. ეს დაგეხმარებათ ტექინსპექტირება დანიშნულ ვადებში გაიაროთ. 

შეჯამება 

ყველა მძღოლის პასუხისმგებლობაში შედის საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ტექინსპექტირება ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი ავტომობილი უსაფრთხოების სტანდარტებს და, შესაბამისად, მისი გავლა სავალდებულოა. 

როგორც ხედავთ, ტექდათვალიერების ცენტრების მომსახურება ხელმისაწვდომი და მარტივია. ასე რომ, თუ თქვენს ავტომობილს ინსპექტირება უწევს, გირჩევთ, ახლავე მიმართოთ შესაბამის ცენტრს, რომელიც მის შემოწმებასა და გამართვაში დაგეხმარებათ. 


არ ავნოთ გარემოს  და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები