სათამაშოების ნაწილი ბავშვებისთვის მავნეა

2017-10-16 12:58:35

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განაცხადაბით, მათი ორგანიზაციის მიერ შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის.
ორგანიზაციის მიერ შემოწმებული სათამაშოები ჩინური წარმოების იყო.

შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის. გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, - აცხადებენ ორგანიზაციაში

საკითხს გაოხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მისი განცხადებით, დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.

„ინფო რუსთავი“ აღნიშნული საკითხით ადრეც დაინტერესდა. საინფორმაციო პორტალმა რუსთავის ბაგა-ბაღებში არსებული სათამაშოების მდგომარეობა გაარკვია.