გუნდური ორჭიდი გაიმართა

2017-09-24 13:24:25

რუსთავში გუნდური ორჭიდი გაიმართა. ველომრბოლელები რუსთავის შემოსასვლელიდან ცენტრალურ პარკამდე გადაადგილდნენ, სადაც თავიანთ მეწყვილე-მორბენლებს შეხვდნენ. სპორტსმენებმა პარკს 2 წრე დაარტყეს და ფინიშის ხაზამდე მივიდნენ, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი თბილისელმა მონაწილეებმა, ლაშა წიკლაურმა და გიორგი შეკრელიძემ დაიკავეს. გიორგი მაღრაძეს და ნიკა გიხნიაშვილს მეორე, ხოლო შოთა ივანიშვილსა და გიორგი გიხნიაშვილს მესამე ადგილი ერგოთ. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. ღონისძიება გიგა ძულიაშვილის ორგანიზებით და ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა და მასში 50 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ნახეთ ვიდეო.