რუსთავში დაკავებულების წინა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა

2017-09-11 21:33:17

2 თვის წინ, რუსთავში დაკავებულების წინასასამართლო მოსმენა დღეს გაიმართა. სასამართლოზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს და დაცვის მხარეს მიეცა საშუალება გაცნობოდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეხმარებოდა ინვესტორს სასტუმროსთვის ადგილის შერჩევაში, საბუთების და საპროექტო ნახაზების დამზადებაში. მან ასევე ბიზნესმენი შეახვედრა თანამდებობის პირებს სადაც მას გარკვეული რეკომენდაციები გაუწიეს. ამ სამუშაოებისთვის მან დახარჯა დრო და რესურსი, სწორედ ამიტომ მოითხოვა გასამრჯელო". ადვოკატი ამტკიცებს რომ ეს არც ქრთამის აღება იყო როგორც თავიდან გავრცელდა და შემდეგ გადაკვალიფიცირდა და არც თაღლითობაა, ეს არის მომსახურების გასამრჯელოს მიღება.

შეგახსენებთ რომ სუს-მა რუსთავში 1 საჯარო მოხელე და 1 ყოფილი საჯარო მოხელე 21 ივლისს დააკავა. 23 ივლისს გამართულ პროცესზე კი მოსამართლემ
წინასწარი შეთანხმებით სხვისი ნივთის უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულებს ა.წ-ს და გ.ნ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.