13 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2017-09-01 20:42:38

თბილისში 13 წლის გოგომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სკოლის მოსწავლე მე-13 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს ე.წ სასიკვდილო თამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა თვითმკვლელობამდე ინგლისური წარწერა დატოვა ფანჯარაზე, რომელიც " IP " -ით იწყებოდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის მშობელმა შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე სოციალურ ქსელში საშიში ინტერნეტ-თამაშის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებდა:
"მოკრძალებული მაგრამ დაჟინებული თხოვნა და თუნდავ მოთხოვნა ჩემს NGO მეგობრებთან. რამე უნდა ვიმექმედოთ. ვერ ვიჯდებით გულზეხელგაკრებილები სანამ ვიღაც იდიოტები თინეიჯერებს კლავენ. რამე კამპანია წამოიწყეთ. უამრავი ადამიანი დაგიდგებათ გვერდით. გთაგავთ ვინც უცებ გამახაენდა მაგრამ ეს სია რასაკვირველია ამომწურავი არ არის!" (პოსტი გამოქვეყნებულია 29 მაისს).

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწო. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. გარდაცვლილ მოზარდს 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, "ლურჯი ვეშაპის" 2 ადმინისტრატორი რუსეთის პოლიციამ, თავდაპირველად ივნისის თვეში 26 წლის მამაკაცი, მეორედ კი აგვისტოში, რამდენიმე დღის წინ 17 წლის გოგონა დააკავა