ლურჯი ვეშაპის 17 წლის ადმინისტრატორი დააკავეს (ვიდეო)
2017-08-30 20:06:48
სიაში

რუსეთში "ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი ადმინისტრატორი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის გოგონა, რომელიც "ლურჯი ვეშაპის" ერთ–ერთ ჯგუფს მართავდა, კამჩატკის რეგიონში დააკავეს. 

გოგონა, სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში წინასწარ შერჩეულ ადამიანებს აწევრიანებდა, მათ სახიფათო დავალებებს აძლევდა და დავალებების შესრულების პროცესის გადაღებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოზარდებს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 

დაკავებულის სახლიდან პოლიციამ ლაპტოპები, მობილური ტელეფონები,  ჯგუფის წევრების სიები და  ბლოკნოტები ამოიღო, რომელშიც  ადმინისტრატორს  ჯგუფის თითოეული წევრის შესახებ ეწერა ინფორმაცია, მათ შორის,  ვინ რითი ერთობოდა, ვისთან მეგობრობდნენ, როგორი ოჯახები ჰყავდათ და რა პრობლემები ჰქონდათ.

ეჭვმიტანილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნახეთ ვიდეო.