რუსთაველი მხატვარი ამერიკაში გარდაიცვალა (ფოტოები)

2017-08-31 15:38:27

რუსთაველი მხატვარი 42 წლის გიორგი ცინცაძე ამერიკაში გარდაიცვალა. ხელოვანს მშობლიურ ქალაქში, რუსთავში ხვალ ჩამოსვენებენ. გიორგი ცინცაძე მეგობრებმა საკუთარ სახლში გარდაცლილი ნახეს, წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გიორგი ცინცაძე ამერიკაში 2008 წელს „მწვანე ბარათის“ საშუალებით გაემგზავრა. მხატვარის კარიერას უცხოეთში საკმაოდ წარმატებულად მიიჩნევდნენ. ცინცაძე ბოლო პერიოდში აქტიურად მართავდა გამოფენებს.