სატვირთო 15-მდე მანქანას დაეჯახა (ფოტოები)

2017-08-24 23:03:55

თბილისში, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაზიანდა, გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულები. სატვირთო ავტომობილი თავდაპირველად ჯიპის ტიპის მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ავტომობილები ერთმანეთს ინერციით დაეჯახნენ, რამდენიმემ მაღაზიის ვიტრინაც დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფოტოები © "იმედინიუსი", ლიკა ნანობაშვილი, ირინა ჭყონია